10 მარტი, 2010
დადგენილება №31/2010
დადგენილება №31/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 9 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2009 წლის 11 დეკემბრის № 134/02–01 ბრძანების საფუძველზე,
I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება:
ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება:
- სხირტლაძე ზაზა – სრული პროფესორი, თავმჯდომარე
- სილაგაძე ნინო – ასოცირებული პროფესორი
- ხოშტარია გიორგი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
- ღაღანიძე ნინო – სამხატვრო აკადემიის პროფესორი, კომისიის მდივანი
- გაჩეჩილაძე მარინა – ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი