18 იანვარი,  2010 
დადგენილება  № 3/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 06 ნოემბერის № 119/01-01 ბრძანების საფუძველზე, 

I.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

კლასიკური ფილოლოგია
1. რისმაგ გორდეზიანი –  სრული პროფესორი, თავმჯდომარე; 
2. ნანა ტონია –  ასოცირებული პროფესორი;

ინგლისური ფილოლოგია
3. მანანა რუსიეშვილი – სრული პროფესორი;
4. თინათინ მარგალიტაძე –  ასოცირებული პროფესორი;

ახალი ქართული  ლიტერატურა
5. ლადო მინაშვილი –  ასოცირებული  პროფესორი;
6.  იუზა ევგენიძე – ასოცირებული  პროფესორი;

ახალი ქართული ენა და თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება 

7. ლალი ეზუგბაია – ფილოლოგიის დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი;
8. კახა გაბუნია – ასოცირებული პროფესორი;
9. ეთერ სოსელია – ფილოლოგიის დოქტორი;
10.  ზაალ კიკვაძე – ქუთაისის აკაკი  წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი
საქართველოს ისტორია
11. თეიმურაზ პაპასქირი – სრული პროფესორი;
12. მიხეილ ბახტაძე – ასოცირებული პროფესორი;
13. დიმიტრი შველიძე– ასოცირებული პროფესორი;

ფილოსოფია
14. გიორგი ბარამიძე – სრული პროფესორი;
15. მამუკა ბიჭაშვილი –ასოცირებული პროფესორი;
16. დემურ ჯალაღონია – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი.


II.   დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,რექტორი