ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით
26 მარტი, 2010
დადგენილება №32/2010


აკადემიური საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის 233-ე, 2010 წლის 10 მარტის  25-ე, 26-ე და
27–ე დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ



„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუქტის „ნ “ ქვეპუნქტისა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის 233-ე, 2010 წლის 10 მარტის  25-ე, 26-ე და 27–ე დადგენილებებში:

ა) აკადემიური  საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის 233-ე დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა”, “ა–1”, “ა–2” კატეგორიის აკადემიური პერსონალი შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებადართულია არასაუნივერსიტეტო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა“.

ბ) 2010 წლის 10 მარტის 25-ე, 26-ე და 27–ე დადგენილებებში,  ნაცვლად „გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა“,  დაფიქსირდეს „გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა“.

2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი  07572/02, 24.03.2010



პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი