26 მარტი, 2010
დადგენილება №33/2010


იტალიელი ქველმოქმედის, ქართული კულტურის დიდი მოამაგის პაოლო დელ ბიანკოსათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “პ“ პუნქტის, 39–ე მუხლის 1–ლი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის „პ“ პუნქტისა და 48–ე მუხლის 1–ლი პუნქტის საფუძველზე,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის იტალიელ ქველმოქმედს, ქართული კულტურის დიდ მოამაგეს – პაოლო დელ ბიანკოს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

      საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის წარდგინება.


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი