26 აპრილი, 2010
დადგენილება №43/2010
დადგენილება №43/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №28/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის საფუძველზე,
1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №28/2010 დადგენილებაში - დადგენილებას დაემატოს შემდეგი პუნქტი:
“დანამატი შეიძლება მიეცეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მხოლოდ იმ აკადემიურ პერსონალს, ვინც შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ თსუ-ში (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა)”;
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ განცხადება.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი