25 ივნისი, 2010
დადგენილება№
57/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „კ“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი (დანართი 1).

  2. გაუქმდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება № 235 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველ და/ან გადმოსულ, აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი“.

  3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

  4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.




პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი