25 ივნისი.2010
დადგენილება №58/2010
ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის
კრედიტების მინიჭების წესის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
-
დამტკიცდეს ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესი (დანართი 1).
-
გაუქმდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება №234 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“.
-
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი