25 ივნისი, 2010
დადგენილება№ 59/2010 

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
05.11.2012, №105/2012 დადგენილებით



უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს
დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “კ“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქცია (დანართი 1).

  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.






პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი