დადგენილება №6/2010
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამისათვის 2015/2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2200 ლარის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს 8800 ლარისა ძირითადი (ხუთი) სემესტრის ფარგლებში. (№47/2013, 11.03.2013) (№19/2015, 02.02.2015) (№77/2017, 14.07.2017)
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.
3.
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა