25 ივნისი, 2010
დადგენილება № 73/2010

გამოჩენილი მწერლის, მთარგმნელისა  და საზოგადო მოღვაწის თამარ მამისთვალოვ–კეზერაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”
მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის საფუძველზე,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გამოჩენილ მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს, სრულიად ისრაელის მწერალთა კავშირების ფედერაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ისრაელის ქართულენოვან მწერალთა და ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარეს თამარ მამისთვალოვ–კეზერაშვილს  მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


       საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის 2010 წლის 24 ივნისის №2228/27 განცხადება.


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი