25 ივნისი, 2010

დადგენილება № 76/2010


იურიდიულ ფაკულტეტზე ევროპულ ენაზე წაკითხული სალექციო კურსის ერთი აკადემიური საათის დატვირთვის ორ აკადემიურ საათად ჩათვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,


  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2009–2010 სასწავლო წელს ევროპულ ენაზე წაკითხული სალექციო კურსის ერთი აკადემიური საათის დატვირთვა ჩაითვალოს ორ აკადემიურ საათად.

  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.






პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი