1 ივლისი, 2010
დადგენილება № 81/2010


ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით



ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010  წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 59–ე და 63–ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები, ასევე, გასწორდეს ტექნიკური შეცდომა აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ  ,,ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესში“:

    1.1  ამოღებულ იქნას მე–2 მუხლის მე–7 პუნქტი.
    1.2  მე–7 მუხლის მე–2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ამ მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ–ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს შვიდი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას“.

    1.3  ამოღებულ იქნას მე–8 მუხლის  1–ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
    1.4  მე–8 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ამ მუხლის 1–ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა ფაკულტეტის ან ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის უფლება“.

    1.5  მე–9 მუხლის მე–10 პუნქტში შესწორდეს ტექნიკური შეცდომა, ნაცვლად „მე–7 პუნქტით დადგენილი ტარიფით“ იკითხებოდეს  „მე–8 მუხლით დადგენილი ტარიფით“.
    1.6 შევიდეს ცვლილება მე–10 მუხლის მე–3 პუნქტში და
    1.6.1.  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური 2010–2011 სასწავლო წლიდან განისაზღვრება:

    ბაკალავრიატში – 750 ლარი
    მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 1000 ლარი

    1.6.2. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და შეადგენს: ბაკალავრიატში ყოველ კრედიტზე  –25 ლარს,  მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 35 ლარს“.

    1.6.3. დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,გ“ქვეპუნქტი:

    ,,მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე–4  და მე–5 პუნქტებით განთვალისწინებულ შემთხვევებში სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება ჩარიცხვის წელს დადგენილი სემესტრული ტარიფით, ხოლო ერთი კრედიტის ღირებულება – დადგენილი სემესტრული გადასახადის პროპორციულად (სემესტრული გადასახადი გაყოფილი   30 კრედიტზე)“.

  1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს  სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი