1 ივლისი, 2010

დადგენილება № 82/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის N124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის N124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    წესის მე–2 მუხლის 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1 თსუ–ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს, დიპლომირებულ სპეციალისტებსა და დიპლომირებულ მედიკოსებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა, გარდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 227–ე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“  განსაზღვრული შემთხვევებისა.“

2.    წესის მე–7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 7.21  პუნქტი:
„7.21  საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 ბალიანი სისტემით. უცხო ენის გამოცდა გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“

3.    წესის მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მაგისტრატურაში ჩარიცხვა
10.1. კონკურსანთა ჩარიცხვა მაგისტრატურაში ხორციელდება საკონკურსო ქულის საფუძველზე. საკონკურსო ქულა გამოითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.2. მაგისტრანტობის კანდიდატსა და თსუ–ს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
10.3 ამ მუხლის 10.2–ე პუნქტით გათვალისწინებული პირების თაობაზე გამოიცემა რექტორის ბრძნება.“

4.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს  სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

5.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი