5 თებერვალი
დადგენილება №9/2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

 “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამები (დანართი 1).
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი