6 სექტემბერი 2010
დადგენილება №95/2010
დადგენილება №95/2010
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესისი ს ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ №19872/02 წარდგინების საფუძველზე,
-
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორებს (იხ.
დანართი).
-
დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი