6 სექტემბერი 2010
დადგენილება №96/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ– პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის და რექტორის  2010 წლის 10 მაისის №45/01–01 ბრძანების,  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ–პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 30.07.2010 წარდგინების საფუძველზე,

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ქვემიმართულების ასისტენტ–პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულ იქნას:

ლაშა ტუღუში

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი