1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 124/2010 

„2008–2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 7 ოქტომბრის №142  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „2008–2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 7 ოქტომბრს დამტკიცებულ №142 დადგენილებაში და ფსიქიატრიაში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელად მითითებული იქნას თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი ნაცვლად გიორგი ნანეიშვილისა.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;







4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი