13.აგვისტო.2010
დადგენილება  №87/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის 41–ე მუხლის ა) პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1.    დაკმაყოფილდეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას განცხადება პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: თსუ რექტორის გიორგი ხუბუას პირადი განცხადება (2010 წლის 13 აგვისტოს №19218/02)



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭო