1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 122/2010



სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილების მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 9 სექტემბრის  №82/01–01  ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    დამტკიცდეს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ახალი ბერძნული ფილოლოგიის და განათლების მეცნიერებების მიმართულება) საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქეთევან ჭკუასელი – თსუ სრული  პროფესორი  ( კომისიის  თავმჯდომარე)
ბ) ივანე მინდაძე – თსუ ასოცირებული პროფესორი
გ) თამარ  მეიფარიანი –  პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის დირექტორი  
დ) ანი  ჩიქოვანი – თსუ ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი)
ე) ქეთევან ნადარეიშვილი – თსუ  ასოცირებული პროფესორი  
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და  დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი