1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 123/2010




სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2010 წლის 21 ოქტომბრის  №26540/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე  გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორებს მაკა ქამუშაძეს და ნინო ჩახუნაშვილს.
2.    დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).
3.    დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;


5.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი