დადგენილება №100/2011
23 სექტემბერი, 2011


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად
გამოცხადების შესახებ



    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 61-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:
ა) უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესი (დადგენილება №236, 06.07.2009);
ბ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის  შესახებ (დადგენილება №179, 16.02.2009);
გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №49/2010, 17 მაისი, 2010);
დ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისათვის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების  განსაზღვრის შესახებ 2008 წლის 27 თებერვლის №80 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ (დადგენილება №89, 20008);
ე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №254, 2009);
ვ) საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №82, 2008);
ზ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტის განხილვის შესახებ (დადგენილება №59, 2007);
თ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ (დადგენილება №65, 2007);
ი) მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №10, 2007);
კ) მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №38, 2007);
ლ) მაგისტრატურის გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ (დადგენილება №12, 2007);
მ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №14, 2007);
ნ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ (დადგენილება №26, 2007);
ო) „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილება (დადგენილება №29, 2007);
პ) სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის დამტკიცების  შესახებ (დადგენილება №36, 2007);
ჟ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №40, 2007);
რ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ (დადგენილება №1, 2006);
ს) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ (დადგენილება №2, 2006);
ტ) მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების თაობაზე (დადგენილება №9, 2006);
უ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №54; 2007).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე