დადგენილება №10/2011
31 იანვარი 2011
31 იანვარი 2011
სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებზე) და 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე) ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრში 35 ECTS კრედიტის სავალდებულოდ აღების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `კ` ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `კ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
2010-2011 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრში 35 ECTS კრედიტის აღება განისაზღვროს სავალდებულოდ სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის
და მართვის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებზე) და 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე) ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
-
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი