დადგენილება №102/2011
23 სექტემბერი, 2011
23 სექტემბერი, 2011
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ცვლილებები შევიდეს „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 24. კომპიუტერული მეცნიერება (დანართი 24);
25. მათემატიკა (დანართი 25);
27. ქიმია (დანართი 27);
28. ბიოლოგია (დანართი 28);
29. გეოგრაფია (დანართი 29);
30. გეოლოგია (დანართი 30);
31. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (დანართი 31);
32. ბიოფიზიკა (დანართი 32);
33. გამოყენებითი ეკოლოგია (დანართი 33).
34. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 34);
35. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი) (დანართი 35); “.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე