დადგენილება №13/2011
7 თებერვალი 2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ-  "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"   და შპს  – "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების  თავსებადობის საკითხი


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:
 
  1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების  თავსებადობის საკითხი.
  2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":
    ა)    IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;

    ბ)    III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;

    გ)   III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;

    დ)    III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:

    1)    ქართული სამართლის ისტორია;
    2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
    3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
    4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.
    ე)   I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

  3. ყოფილი შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი"-დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ-ის პროგრამის მოთხოვნები; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

  4. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ-ის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.

  5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

  6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი