დადგენილება №14/2011
  14 თებერვალი 2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სადოქტორო კურსის „ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები“ სილაბუსის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  11.02.2011  №2836/02  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დამტკიცდეს თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით (ალისა ჰარისი – აშშ მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი;  იოსტ გიპერტი – გერმანიის მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი) შემუშავებული სადოქტორო კურსის „ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები“ სილაბუსი (დანართი 1).

  2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

  3. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი