დადგენილება №15/2011
14 თებერვალი 2011
14 თებერვალი 2011
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში და დადგენილების მე–2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნანა სიჭინავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).“.
-
დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი