დადგენილება №19/2011
  7 მარტი 2011

ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა” და  ყოფილი სსიპ – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2011 წლის 7 მარტის №4971/02 წარდგინების საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:
    
  1. ყოფილი სსიპ – „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) ინგლისური ფილოლოგიის 2007–2011 და 2008–2012 სასწავლო წლების  (სწავლების მე–3 და მე–4 წლის სტუდენტებისათვის) და გერმანული ფილოლოგიის  2007–2011 სასწავლო წლების (სწავლების მე–4 წლის სტუდენტებისათვის) საბაკალავრო პროგრამები დარჩეს უცვლელი სახით.
  2. ყოფილი სსიპ – „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ინგლისური ფილოლოგიის 2007–2011 და 2008–2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმაში და გერმანული ფილოლოგიის 2007–2011 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმაში საგანი „პროფესიული პრაქტიკა“ (10 კრედიტი) შეიცვალოს 2 საგნით: „პრესის ენა“ (5 კრედიტი) და „ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა“ (5 კრედიტი) (დანართი 1).
  3. ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდეს ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ინგლისური ფილოლოგიის 2009–2013 და 2010–2014  სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმები (სწავლების პირველი და მე–2 წლის სტუდენტებისათვის)  (იხ. დანართი 2 და დანართი 3).
  4. ყოფილი სსიპ – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო  პროგრამაზე 2009 და 2010  წელს ჩარიცხულ სტუდენტებს ჩაეთვალოთ მათ მიერ გავლილი ყველა საგანი და 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სწავლა გააგრძელონ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის 2010–2014 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმით.
  5. ამ დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში ცვლილებები თსუ ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ასახოს ამავე ფაკულტეტის 2009-2013 და 2010-2014 სასწავლო წლების ყველა საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურაში და მოდიფიცირებული სახით გამოქვეყნდეს თსუ ვებ–გვერდზე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მიერ.
  6. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  7. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  8. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი