ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
დადგენილება №20/2011
  7 მარტი 2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში დამატებების შეტანის შესახებ

 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 07.03.2011 წლის №04959/02 წარდგინების  საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების (2010–2011) მიმდინარე სემესტრის სასწავლო გეგმებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. „ფსიქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამას დაემატოს საფაკულტეტო არჩევითი საგანი „სოციალურ მეცნიერებათა მეთოდოლოგია და ფილოსოფია“ (პედაგოგი - ასოც. პროფ. თამარ ცხადაძე) (დანართი 1).

2. „ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო პროგრამას არჩევითი წესით დაემატოს „საბაკალავრო ნაშრომი“ (5 კრედიტი) (დანართი 2).

3. „ჟურნალიტიკის“ რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი საგნები:
ა) „მედია და საზოგადოება“ (5კრედიტი);
ბ) „მედია და პოლიტიკა“ (5კრედიტი) (დანართი 3).

4. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს დადგენილების  უნივერსიტეტის  ვებ–გვერდზე განთავსება.

5. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი