ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
დადგენილება №21/2011
7 მარტი 2011
7 მარტი 2011
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 07.03.2011 წლის №04959/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს,
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების (2010–2011) მიმდინარე სემესტრის სასწავლო გეგმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
-
„პოლიტიკური მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი სალექციო საგნები:
ა) „სტრატეგია“ (პედაგოგი ლაშა ჭანტურიძე, მანიტობის უნივერსიტეტი, კანადა);
ბ) „პოსტკოლონიანიზმი და პოსტსოვეტიზმი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (პედაგოგი პალ ტამაში, სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია, ბუდაპეშტი) (დანართი 1);
-
„პოლიტიკური თეორიის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს არჩევითი საგანი „ძალაუფლების თანამედროვე თეორიები და მეტამორფოზები კულტურაში“, (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 2);
-
„სოციოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაში „კულტურის პოსტმოდერნულოი ტრანსფორმაციების“ ნაცვლად ჩაიწეროს სავალდებულო-არჩევითი საგანი „სოციალური ანთროპოლოგია“ (პედაგოგი ასისტ. პროფ. თეონა მატარაძე) (დანართი 3);
-
„სოციალური მუშაობის“ სამაგისტრო პროგრამაში:
ა) კურსის „საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობა“ სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით: „საერთაშორისო სოციალური სამუშაო და სოციალური კეთილდღეობა“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. ნინო შატბერაშვილი);
ბ) სოციალური მუშაობის პრაქტიკის საკრედიტო მოცულობა 20–ის ნაცვლად გახდეს 15 კრედიტი (დანართი 4).
-
„ანთროპოლოგია: ინტერდისცპლინური კვლევები“ სამაგისტრო პროგრამაში დაემატოს არჩევითი საგანი „კულტურის თანამედროვე ტრანსფორმაციები“ (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 5).
-
„განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება“ სამაგისტრო პროგრამაში:
ა) დაემატოს კურსი „ორგანიზაციული კონსულტირება და ქოუჩინგი“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. გიორგი გოროშიძე);
ბ) კურსის „ჯგუფის კონსულტირება“ საკრედიტო მოცულობა 10 კრედიტის ნაცვლად გახდეს 5 კრედიტი (დანართი 6).
-
„მედია და ახალი ტექნოლოგიების“ სამაგისტო პროგრამას დაემატოს სავალდებულო–არჩევითი საგანი „პროფესიული წერა მეცნიერების, განათლების და ტექნოლოგიების შესახებ“ (პედაგოგი ასოცირებული პროფესორი მარიამ გერსამია) (დანართი 7);
-
„კონფლიქტების ანალიზისა და მართვის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს „კონფლიქტების მართვის უნარ–ჩვევების განვითარება სკოლაში“ – არჩევითი კურსი მაგისტრანტებისთვის (პედაგოგი, პროფესორი გuგული მაღრაძე); (დანართი 8);
-
დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს დადგენილების უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განთავსება.
-
დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი