დადგენილება №23/2011
  16 მარტი 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ



        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 25 ნოემბრის №112/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 10 მარტის დასკვნის  (წერილი №5483/02) საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეულ იქნეს:

    პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება
     ა)სალომე დუნდუა
    
2. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
    
     საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
    ა) თამარ დოლბაია;

     სოციალური მუშაობის მიმართულება
    ბ) ნინო შატბერაშვილი;

     ჟურნალისტიკის მიმართულება
    გ) მარინე ლომიძე;
    დ) ელზა ლომიძე;
    ე) ნინო ჭალაგანიძე;
    ვ) ნათია კუპრაშვილი;

     პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება
    ზ) ავთანდილ ტუკვაძე;
    თ) ალექსანდრე წურწუმია;
    ი) ვალერიან დოლიძე;
    კ) თამარ ქარაია;

     ფსიქოლოგიის მიმართულება
    ლ) ირინე ჟვანია;
    მ) ია აფთარაშვილი;
    ნ) თინათინ ჭინჭარაული;
    ო) ირინე გედევანიშვილი;
    პ) ეკატერინე ფირცხალავა;
    ჟ) ხათუნა მარწყვიშვილი.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი