დადგენილება №26/2011
16 მარტი 2011
16 მარტი 2011
,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე–3 და მე–6 ნაწილების, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილებაში და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
2. ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილების ,,დანართი №1“–ით დამტკიცებულ ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალ რედაქცია“–ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილების ,,დანართი №1“–ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია“.
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (შემდგომში – ,,ინსტრუქცია“) განსაზღვრავს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) შესაბამისი ფაკულტეტების მიერ სადოქტორო პროგრამების შემუშავების წესს“.
გ) მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა
1. სადოქტორო პროგრამა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ადგენს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების პირობებს;
2. სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან;
3. სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტს ჰყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი და აქვს კონკრეტული კვლევითი პროექტი, რომელიც შეესაბამება შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამის პრობლემატიკას;
4. ფაკულტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს კონკრეტულ სადოქტორო პროგრამაზე“.
დ) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თემატური სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია ცალკეული სამეცნიერო პრობლემის კვლევაზე და ხორციელდება ეროვნული ან საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტის ბაზაზე“.
ე) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არის არანაკლებ 1 წელი“.
ვ) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
ზ) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
თ) მე– 3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
ი) მე–3 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სადოქტორო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პარტნიორ დაწესებულებებთან: საქართველოს სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, უც¬ხო¬ეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით“.
5. ერთობლივი სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს ერთ ან მეტ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან (თუ ამ უკანასკნელს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება) თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებულ სადოქტორო პროგრამას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) პროგრამის კურიკულუმი, პროგრამაზე დაშვების პირობა და პარტნიორ დაწესებულებათა სრული შემადგენლობა შეთანხმებულია ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან;
ბ) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ დისერტანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი თითოეული მონაწილე უნივერსიტეტიდან, ან ერთობლივი ხარისხი მონაწილე მხარეების მიერ.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელებისას რეკომენდებულია:
გ.ა) დოქტორანტმა ისწავლოს და/ან განახორციელოს კვლევა პარტნიორ დაწესებულებაში;
გ.ბ) პარტნიორ დაწესებულებაში სწავლის და/ან განხორციელებული კვლევისა და ჩაბარებული გამოცდების აღიარება მოხდეს სრულად და ავტომატურად;
გ.გ) ხელი შეეწყოს უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ასწავლოს და განახორციელოს კვლევა პარტნიორ დაწესებულებაში;
გ.დ) ხელი შეეწყოს პარტნიორი დაწესებულების აკადემიურ და/ან სამეცნიერო პერსონალს ასწავლოს და განახორციელოს კვლევა უნივერსიტეტში;
გ.ე) პარტნიორი დაწესებულების შესაბამისი პერსონალი იყოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
დ) საერთაშორისო ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს ერთობლივი პროგრამა, რომლის ერთი პარტნიორი მაინც არის უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი (თუ ამ უკანასკნელს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება).
ე) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დამტკიცების აუცილებელ პირობას წარმოადგენს თანხმობის წერილი ყოველი პარტნიორი დაწესებულებიდან (თანხმობის წერილი იხ. დანართი 1)“;
კ) მე–3 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც არ შეიცავს სასწავლო კომპონენტს და განკუთვნილია იმ ყოფილი ასპირანტებისა და მაძიებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ე. წ. საკანდიდატო მინიმუმის საგნები 1999–2006 წლებში. ინდივიდუალურ ანუ გარდამავალი პერიოდის სადოქტორო პროგრამას ამზადებს და დოქტორანტებს სთავაზობს ესა თუ ის მსხვილი დარგი/უნივერსიტეტის მიმართულება. ამგვარ პროგრამებში კონკრეტული ასპირანტებისა და მაძიებლების გვარებისა და საკვლევი თემების დასახელება საჭირო არ არის“.
ლ) მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. .სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
,,1. სადოქტორო პროგრამას, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი. სადოქტორო პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა პირმა. ასეთ შემთხვევაში, მოწვეული პირის გარდა, სადოქტორო პროგრამას ასევე უნდა უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სრულმა ან ასოცირებულმა პროფესორმა;
2. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი კოორდინირებას უწევს კურიკულუმის შემუშავების პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები; ასევე უზრუნველყოფს კურიკულუმის შემუშავების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი არის ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ძირითადი საკონტაქტო პირი, რომელსაც ეცნობება პროგრამის შიდა და გარე შეფასების, ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შედეგები და ევალება მათზე რეაგირება პროგრამის სრულყოფის მიზნით;
4. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს ევალება: სტუდენტების ინფორმირება კურიკულუმის შესახებ, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად კონსულტაციის გაწევა სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი კომპონენტების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა სადოქტორო სემინარში, პროგრამის მონაწილე დოქტორანტების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განხორციელების მონიტორინგი და სხვა;
5. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი (შეზღუდვა არ ეხება ე. წ. ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია ყოფილი ასპირანტებისა და მაძიებლებისთვის)”.
მ) მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა
1. სადოქტორო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა, მიმართულება და ა. შ.) მიერ. გადაწყვეტილება პროგრამის შემდგომ ეტაპზე წარდგენის შესახებ მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით; თუ სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია უნივერსიტეტის ერთზე მეტი ფაკულტეტი, პროგრამა განიხილება მის განხორციელებაში მონაწილე ფაკულტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა, მიმართულება და ა. შ.) მიერ. გადაწყვეტილება პროგრამის შემდგომ ეტაპზე წარდგენის შესახებ მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით; ამ მუხლის პირველი ნაწილით განხილული პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის/ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს/სამსახურებს;
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სადოქტორო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასათან, აგრეთვე, ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებებთან;
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გადაწყვეტილებას სადოქტორო პროგრამის შემდგომ ეტაპზე დაშვების შესახებ იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით;
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს;
5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
6. თუ სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ერთზე მეტი ფაკულტეტი, ადმინისტრირებას ახდენს ერთ–ერთი ფაკულტეტი პროგრამის ხელმძღვანელების, პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის შეთანხმების საფუძველზე. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ფაკულტეტი განახორციელებს ადმინისტრირებას, მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით. პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ფაკულტეტი უნდა მიეთითოს პროგრამის აღწერილობაში“.
ნ) მე–6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სადოქტორო პროგრამის სახელწოდება“
ო) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულად და ინგლისურად): მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის ფორმირება ხდება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად – მიმართულების ან/და დარგის/ სპეციალობის მითითებით“.
პ) მე–6 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები“.
ჟ) მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სადოქტორო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება:
ა) პროგრამის მიზანი:
დაასაბუთეთ პროგრამის აქტუალურობა და მიუთითეთ სავარაუდო საკვლევი
პრობლემები.
ბ) პროგრამის შედეგი:
უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის სწავლის შედეგებია:
ბ.ა) ცოდნა და გაცნობიერება - დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
ბ.ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
ბ.გ) დასკვნის უნარი - ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
ბ.დ) კომუნიკაციის უნარი - ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე;
ბ.ე) სწავლის უნარი - უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში;
ბ.ვ) ღირებულებები - ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
გ) კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები“.
რ) მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები მიუთითეთ რომელი დარგის (დარგების) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები დაიშვებიან, აგრეთვე, სხვა პირობები (არსებობის შემთხვევაში)“.
ს) მე–6 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სასწავლო კომპონენტი.
იმ შემთხვევაში, თუ სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, წარმოდგენილი უნდა იყოს პრაქტიკის პროგრამა (სილაბუსი)“.
ტ) მე–6 მუხლის მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. პარტნიორი დაწესებულებების სრული სია (ეხება მხოლოდ იმ სადოქტორო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს პარტნიორ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობით)“.
უ) მე–6 მუხლის მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ხელშეკრულება ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან (ეხება მხოლოდ იმ სადოქტორო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს პარტნიორ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობით)“.
ფ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–12 პუნქტი:
,,12. საერთაშორისო ხელშეკრულება ან თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან (ეხება მხოლოდ უცხოენოვან სადოქტორო პროგრამებს)“.
ქ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–13 პუნქტი:
,,13. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა“.
ღ) მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები
სადოქტორო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინების საფუძველზე“.
ყ) სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის თანდართული ,,ფორმა 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის N172 დადგენილება;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი