დადგენილება №35/2011
  11 აპრილი 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის პირველი, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  მე-9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში და დადგენილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.“;

2. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილების დანართ №1–ით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული დანართის სახით (დანართი 1).

3. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი