დადგენილება №37/2011
2 მაისი 2011
2 მაისი 2011
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 05.04..2011 №8558/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, საქართველო-დაღესტნის სამეცნიერო-საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებაში გამორჩეული ღვაწლისათვის გამოჩენილ მეცნიერს, დაღესტნის წადასას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ისა აბდულაევს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
- დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი