დადგენილება №38/2011
2 მაისი 2011
2 მაისი 2011
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.04.2011 №10538/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- გაუგრძელდეს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს თეა მჟავანაძეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის დამთავრებამდე.
- დადგენილების შესრულება უზრუნველყოს თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი