დადგენილება №44/2011
  2 მაისი 2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ტურიზმის სპეციალობის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების უფლების ტურიზმის საერთაშორისო სკოლისათვის გადაცემის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02   წერილის საფუძველზე,

    აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. თსუ–ის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს – ტურიზმის საერთაშორისო სკოლას განსახორციელებლად გადაეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის სპეციალობით:
    ა) ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის მართვა (სპეციალობით ტურიზმის ბიზნესი)“;

    ბ) სადოქტორო პროგრამა – ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი), პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. მაია მარგველაშვილი (დამტკიცებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილებით).

  2. დაევალოს თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორ მაია მარგველაშვილს ტურიზმისა და მასპინძლობის სპეციალობებით უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია.
  3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
  4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.





ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი