დადგენილება №53/2011
6 ივნისი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 27.05.2011 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 29 სექტემბრის №290 დადგენილებით აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ ასისტენტ–პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა გადის 2011 წლის 29 სექტემბერს, გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 მარტამდე (დანართი 1).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი