დადგენილება №54/2011
6 ივნისი, 2011



„2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №140/2010 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე, 61–ე და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის პირველი, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-9 მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 დეკემბრის №140/2010 დადგენილება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი