დადგენილება №58/2011
29 ივნისი, 2011


„ყოფილი სსიპ -  თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს №24/2011დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2011  №16473/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ყოფილი სსიპ -  თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. ყოფილი  სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი, დარჩენილი კრედიტები კი შეასრულონ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი  სადოქტორო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად.“.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი