დადგენილება №68/2011
11 ივლისი, 2011



„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 08.07.2011 №17896/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:


ა) მე-7 მუხლის 7.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.2. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგოლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 4 სემესტრისა.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 7.31 პუნქტი:

„7.31. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს 50 კრედიტს, დანარჩენი (130 კრედიტი) ეთმობა კვლევას (2011 წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის).“;

გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.3. პუნქტი:

8.3. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი 2011 წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის გულისხმობს შემდეგ სალექციო კურსებს და სხვა სახის აქტივობებს:

დასახელება

სტატუსი

კრედიტ. რა ოდენო ბა

სწავლების თანამედროვე მეთოდები

სავალდებულო

5 კრედიტი

პროფესორის ასისტენტობა

სავალდებულო

1 5 კრედიტი

სემინარი

სავალდებულო

1 5 კრედიტი

აკადემიური წერა  

სავალდებულო

5 კრედიტი

მეცნიერების მენეჯმენტი

არჩევითი

5 კრედიტი

საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები

არჩევითი

10 კრედიტი

უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსმენილი სასწავლო კურსი

არჩევითი

 

10 კრედიტი

 

კვლევის მეთოდები

არჩევითი

5 კრედიტი


დ) მე–10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10.3. და 10.4. პუნქტები:
„10.3. დოქტორანტის სავალდებულო კვლევითი კომპონენტი მოიცავს მინიმუმ 2 კოლოქვიუმს (20 კრედიტი თითოეულისათვის) – (2011 წელს ჩარიცხულებისათვის).
10.4. ავტორეფერატი - ნაშრომის ზღვრული მოცულობა 20 გვ. (არა უმეტეს 20 000 ასო-ნიშანი) ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა – A-4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – AcadNusx-ი; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ; მარჯვნიდან – 1 სმ; ზემოდან – 2,5 სმ; ქვემოდან – 2,5 სმ (20 ეგზემპლარი).“.

ე) 25-ე მუხლის 25.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25.3. სადისერტაციო ნაშრომი ფასდება:
25.3.1. სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით.
25.3.2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი სქემის მიხედვით:
ა)     ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ბ)    ძალან კარგი – (magna cum laude) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
გ) კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დ) საშულო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს  მაინც აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს  მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) შედეგი, რომელიც  წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
25.3.3. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ა”-,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
25.3.4. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
25.3.5. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.“.

ვ) 25-ე მუხლის 25.4. პუნქტი ამოღებულ იქნეს.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.


4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი