დადგენილება №70/2011
11 ივლისი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2011 წლის 6 ივნისის 54/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე –  სრული  პროფესორი ირმა რატიანი

კომისიის მდივანი – ასოცირებული პროფესორი  მერი ნიკოლაიშვილი

ა) ამერიკისმცოდნეობის ქვეკომისია:
1. სრული  პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
2. ასოცირებული პროფესორი  ვასილ კაჭარავა
3. ასოცირებული პროფესორი  ანასტასია ზაქარიაძე

ბ) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების ქვეკომისია:
1. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
2. ასოცირებული პროფესორი რუსუდან ასათიანი
3. ასოცირებული პროფესორი მერი ნიკოლაიშვილი

გ) საქართველოს ისტორიის ქვეკომისია:
1. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე
2. სრული პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი
3. სრული პროფესორი თედო დუნდუა

დ) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქვეკომისია:
1. სრული პროფესორი ირმა რატიანი
2. ასოცირებული პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი
3. ასოცირებული პროფესორი რამაზ ჭილაია

ე) რომანული ფილოლოგიის ქვეკომისია (ფრანგული და იტალიური ფილოლოგია):
1. სრული პროფესორი  ქეთევან გაბუნია
2. ასოცირებული პროფესორი ნანა გუნცაძე
3. ასოცირებული პროფესორი მაია ჯავახიძე

ვ) გერმანული ფილოლოგიის ქვეკომისია:
1.სრული პროფესორი ლალი ქეცბა–ხუნდაძე
2. სრული პროფესორი დალი ფანჯიკიძე–კოკაია
3. ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თვარაძე

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი