დადგენილება №7/2011
12 იანვარი 2011

`სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №65/2010 დადგენილებით დამტკიცებულ 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში და `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2008–2014, 2009–2013 და 2010–2014 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.12.2010 №966/23 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დამტკიცდეს `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №65/2010 დადგენილებით დამტკიცებულ 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №1).
  2. დამტკიცდეს `სსიპ – `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2008 –2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №2).
  3. დამტკიცდეს `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №3).
  4. დამტკიცდეს `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2010–2014 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №4).
  5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი