დადგენილება №83/2011
7 სექტემბერი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 6 ივნისის №52/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

კერძო სამართლის მიმართულებით:
ა) ბესარიონ ზოიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ბ) დავით კერესელიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
გ) თევდორე ნინიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
დ) ლადო ჭანტურია (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ე) ირაკლი ბურდული (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ვ) თამარ ზამბახიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ზ) გიორგი ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:
თ) ლევან ალექსიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ი) კონსტანტინე კორკელია (სრული პროფესორის თანამდებობაზე).

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:
კ) მაია კოპალეიშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ლ) ირმა ხარშილაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:
მ) გიორგი კვერენჩხილაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ნ) ნანა ჭიღლაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ო) გიორგი თევდორაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
პ) გიორგი კახიანი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

სისხლის სამართლის მიმართულებით:
ჟ) მაია ივანიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
რ) ლალი ფაფიაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ს) გიორგი თუმანიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

სამართლის ისტორიის მიმართულებით:
ტ) გიორგი დავითაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
უ) ნუგზარ სურგულაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ფ) დავით ბოსტოღანაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ქ) მარინა გარიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2011 წლის 8 სექტემბრიდან.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი