დადგენილება №88/2011
7 სექტემბერი, 2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე: ელიზბარ ნადარაია (სრული პროფესორი);

კომისიის მდივანი: გრიგოლ სოხაძე (ასოცირებული პროფესორი);

ა) მათემატიკის მიმართულება, ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება):
1.    როლანდ ომანაძე – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    უშანგი გოგინავა – სრული პროფესორი
3.    გიორგი ჯაიანი – სრული პროფესორი;

ბ) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:
1.    კობა გელაშვილი – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    გია სირბილაძე – სრული პროფესორი
3.    მანანა ხაჩიძე – სრული პროფესორი;
    
გ) გეოგრაფიის მიმართულება:
1.    ლია მაჭავარიანი – ასოცირებული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    დავით კერესელიძე – სრული პროფესორი
3.    ნოდარ ელიზბარაშვილი – სრული პროფესორი
4.    ზურაბ სეფერთელაძე – სრული პროფესორი
5.    რამინ გობეჯიშვილი – სრული პროფესორი
6.    თენგიზ ურუშაძე – სრული პროფესორი;

დ) ბიოლოგიის მიმართულება:
1.    ნანა კოშორიძე – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    დიანა ძიძიგური – სრული პროფესორი
3.    ნანული კოტრიკაძე – სრული პროფესორი
4.    ნინო ფორაქიშვილი – სრული პროფესორი
5.    ნანული დორეული – სრული პროფესორი
6.    თეიმურაზ ლეჟავა – სრული პროფესორი
7.    არნოლდ გეგეჭკორი – სრული პროფესორი;

ე) ელექტრონიკის მიმართულება:
1.    რომან ჯობავა – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    გიორგი ღვედაშვილი – ასოცირებული პროფესორი
3.    ოთარ ლაბაძე – ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი