დადგენილება №9/2011
31 იანვარი 2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის  და მართვის მიმართულების და ეკონომიკის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებში)   ცვლილებების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
 
  1. დამტკიცდეს  ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამებში) (დანართი 1);
  2. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ეკონომიკის 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში) (დანართი 2);
  3. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014 და 2009-2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 3, დანართი 4).
  4. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2012 სასწავლო წლების – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე  საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 5).
  5. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი შპს –  ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის  მიმართულების 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო  პროგრამებში) (დანართი 6, დანართი 7 და დანართი 8).
  6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი