დადგენილება №101/2012
29 ოქტომბერი, 2012


ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 19 სექტემბრის №125/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

I. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:
ა) ლევან ალექსიძე – სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) კონსტანტინე კორკელია – სრული პროფესორი;
გ) თამარ ვეფხვაძე – თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ( კომისიის მდივანი) .

II. კერძო სამართლის მიმართულებით:
ა) ბესარიონ ზოიძე – სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თევდორე ნინიძე – სრული პროფესორი;
გ) ვასილ ბარამიძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ( კომისიის მდივანი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი