დადგენილება №106/2012
5 ნოემბერი, 2012
5 ნოემბერი, 2012
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012 წლის 12 სექტემბრის №120/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №102/2012 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: №28546/02, 02.11.2012; №28547/02, 02.11.2012; №28548/02, 02.11.2012; №28550/02, 02.11.2012) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.კ“ქვეპუნქტი:
„ა.კ) შალვა ზვიადაძე – ასისტენტ–პროფესორი.“.
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ქვეპუნქტი:
ა.დ) მედეა იორდანიშვილი – ასისტენტ–პროფესორი.“;
გ) II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები:
გ.ბ) ზურაბ მოდებაძე – ასისტენტ–პროფესორი;
გ.გ) მაია არჩუაძე – ასისტენტ–პროფესორი.“;
დ) IV ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ“ ქვეპუნქტი:
„გ.ბ) ეთერ დავითაია – ასისტენტ–პროფესორი.“;
ე) IV ნაწილის „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტები:
„ე.ბ) თენგიზ გორდეზიანი – ასისტენტ–პროფესორი;
ე.გ) ცეცილია დონაძე – ასისტენტ–პროფესორი.“;
ვ) VIII ნაწილის „თ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.გ“ ქვეპუნქტი:
„თ.გ) ნუნუ მიცკევიჩი – ასოცირებული პროფესორი.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი