დადგენილება №119/2012
10 დეკემბერი, 2012
10 დეკემბერი, 2012
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის №136/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს,
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:
ა) აღმოსავლეთმცოდნეობა (თურქოლოგია, ასირიოლოგია) (დანართი №1);
ბ) დასავლეთ ევროპული ფილოლოგია - ინგლისური ფილოლოგია (ინგლისური ენა), რომანისტიკა (ფრანგული ენა) (დანართი №2);
გ) კავკასიოლოგია (კავკასიის ისტორია), საქართველოს ისტორია (დანართი №3);
დ) ფილოსოფია (ფილოსოფიის ისტორია, თეორიული ფილოსოფია, პრაქტიკული ფილოსოფია), პედაგოგიკა (დანართი №4);
ე) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება, ქართული ენა (ქართველური ენათმეცნიერება), ქართული ლიტერატურის ისტორია (ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოკლორისტიკა), თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები (დანართი №5);
ვ) ხელოვნების ისტორია და თეორია (დანართი №6);
ზ) კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა (კლასიკური ფილოლოგია,ნეოგრეცისტიკა) (დანართი №7).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი