დადგენილება №13/2012
22 თებერვალი, 2012


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი და   მე-2 პუნქტების, მე-8 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და მე-60 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“.

2. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი".

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ამ წესის მიზანია განსაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – „თსუ”) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება – მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“.

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სასწავლო სემესტრები
1. სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან.
2. პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე სემესტრების განსხვავებული რაოდენობა შესაბამისი პროგრამებისთვის შესაძლებელია დადგინდეს რექტორის ბრძანებით.
3. სასწავლო წლის დაწყებამდე რექტორი ბრძანებით განსაზღვრავს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადებს.“.

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სტუდენტის დატვირთვა
1. სტუდენტის დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს.
2. სტუდენტის დატვირთვა ერთი სემესტრის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 35 კრედიტს.
3. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს კრედიტების შესაბამისი რაოდენობის შესასრულებლად უფლება ეძლევა აირჩიოს საგნები არაუმეტეს 40 კრედიტისა.“.

ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.“.

ვ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყებამდე თსუ-ს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.“.

ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა.“.

თ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.“.

ი) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

კ) მე-8 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად ითვლება თუ სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუვლია აკადემიური რეგისტრაცია, მაგრამ სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ გაფორმებულა შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.”.

ლ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება.“.

მ) მე-10 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“.

ნ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეგულარულად ეცნობოდეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ თსუ-ს სამართლებრივ აქტებს.“.

ო) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საუნივერსიტეტო განათლების ცალკეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს შესაბამისი ფაკულტეტი.“.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.

5. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი