დადგენილება №14/2012
1 მარტი, 2012
1 მარტი, 2012
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 ნოემბრის №108/01-01 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის დასკვნის (წერილი 28.02.2012, №4313/02) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
I. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:
ა) თამარ გვარამაძე
ბ) ხათუნა ლორია
გ) თამარ ღვამიჩავა
II. კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:
ა) გია გოგიბერიძე
ბ) ლევან დარბაიძე
გ) ირაკლი კახიძე
დ) ზურაბ მაჭარაძე
III. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:
ა) მაია ბითაძე
ბ) მარიამ კევლიშვილი
გ) ლიტა სურმავა
დ) ნინო რუხაძე
IV. კერძო სამართლის მიმართულებით:
ა) დიანა ბერეკაშვილი
ბ) აკაკი გაწერელია
გ) გვანცა გუგეშაშვილი
დ) თამარ ზოიძე
ე) ეკატერინე ლაფაჩი
ვ) გიორგი მახარობლიშვილი
ზ) ვახტანგ მჭედლიშვილი
თ) დიმიტრი საძაგლიშვილი
ი) გიორგი სვანაძე
კ) ქეთევან ქოჩაშვილი
ლ) ნათია ჩიტაშვილი
მ) თამარ შოთაძე
ნ) ლევან ჯანაშია
ო) თეა ჯუღელი
V. სისხლის სამართლის მიმართულებით:
ა) ნინო გოგნიაშვილი
ბ) გიორგი გორაშვილი
გ) ირაკლი დვალიძე
დ) ანრი ოხანაშვილი
ე) ლავრენტი მაღლაკელიძე
ვ) ბესიკ მეურმიშვილი
ზ) თემურ ცქიტიშვილი
თ) ლევან ხარანაული
ი) ირინე ხერხეულიძე
კ) მაკა ხოდელი
VI. სამართლის მეთოდების მიმართულებით:
ა) ლაშა ბრეგვაძე
ბ) მაკა ძამუკაშვილი
გ) ლელა ჯანაშვილი
VII. სამართლის ისტორიის მიმართულებით:
ა) სულხან ონიანი
ბ) გოჩა ფერაძე
გ) ელზა ჩაჩანიძე
დ) ანა წიგნაძე
ე) მარიამ ხოფერია
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი