დადგენილება №16/2012
1 მარტი, 2012
1 მარტი, 2012
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 01.03.2012, №04611/02 და 29.02.2012, №4418/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თსუ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების 34- ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 45-ე, 46-ე, 48-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე, 113–ე, 116–ე, 117–ე, 118–ე, 121–ე პუნქტებით დამტკიცებულ დანართებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 34);
36. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 36);
37. სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 37);
38. სოციალური სამუშაო (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 38);
39. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 39);
40. საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 40);
41. საერთაშორისო ურთიერთობები (დანართი 41);
მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები (დანართი 45);
46. მედია და ახალი ტექნოლოგიები (დანართი 46);
48. ინფორმაციული საზოგადოება და მედიის სოციოლოგია (დანართი 48);
50. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება (დანართი 50);
51. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა (დანართი 51);
58. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 58);
113. არაბისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 113);
116. თურქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 116);
117. არმენოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 117);
118. ებრაისტიკა-არამეისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 118);
121. გერმანული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 121).".
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი